
ინგა კიკვაძე
ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული
დაბადების თარიღი: 21 სექტემბერი, 1976 წელი.
დიპლომატიური რანგი: უფროსი მრჩეველი.
პროფესიული საქმიანობა
01.09.2017წ. დღემდე ქ.სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული
15.07.2017-01.09.2017წ. საგანგებო დავალებათა ელჩი
2008-2017წ. საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
2007-2008წ. სავიზო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
2005-2007წ. ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური
2004-2005წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური
2003-2004წ. მთავარი მრჩეველი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი
2001-2003წ. იურისტკონსულტი, განყოფილების უფროსი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
2000-2001წ. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობებისა და ზოგადი სამართლებრივი პრობლემების სამმართველოს I მდივანი. საგარეო საქმეთა სამინისტრო
2000-2000წ. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობებისა და ზოგადი სამართლებრივი პრობლემების სამმართველოს II მდივანი. საგარეო საქმეთა სამინისტრო
1999-2000წ. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს III მდივანი. საგარეო საქმეთა სამინისტრო
1998-1999წ. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს ატაშე. საგარეო საქმეთა სამინისტრო
1998-1998წ. საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი (ხელშეკრულებით), საგარეო საქმეთა სამინისტრო.
განათლება
1993-1998წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
უცხო ენები
ინგლისური, რუსული